ფეხბურთი

17:15 | 9.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია კვარაცხელიას დაბრუნებას "უდინეზესთან" მატჩში ვარაუდობს

„ნაპოლი“ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის წინ ბოლო შეხვედრას 12 ნოემბერს, „უდინეზესთან“ გამართავს, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის საკითხი კი ჯერ გადაწყვეტილი არაა.

იტალიური მედია ვარაუდობს, რომ უდინელებთან შეხვედრისთვის კვარა გამოჯანმრთელებას მოასწრებს, მაგრამ მაინც საპირისპირო ცნობებს ავრცელებს. Corriere Dello Sport-ი წერს, რომ კვარაცხელიამ შეიძლება ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშოს, ხოლო Sky Sport იტყობინება, რომ ქართველი სათამაშოდ მზად იქნება, მაგრამ არა 90 წუთისთვის და სავარაუდოდ, შეცვლიდან ითამაშებს. იტალიური მედია ასევე ვარაუდობს, რომ კვარა გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდან განაახლებს.

ხვიჩა კვარაცხელიას წელის ტკივილის გამო ბერგამოს „ატალანტასა“ და „ემპოლისთან“ მატჩები გაუცდა. „უდინეზესთან“ შეხვედრის შემდეგ კი 17 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები მაროკოს ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს 38 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს.

0.141493