ფეხბურთი

10:28 | 9.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანემ ტრავმა მიიღო

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა სადიო მანემ ბრემენის „ვერდერთან“ მატჩში ტრავმა მიიღო, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე კი 10 დღე რჩება.

მანემ „ვერდერთან“ შეხვედრაში მოედანი მეოცე წუთზე დატოვა და ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება.

სენეგალელ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და მისი მდგომარეობა დაზუსტდება. შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში მასპინძელ კატარს 20 ნოემბერს დაუპირისპირდება.

0.141214