ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე შესაძლოა რომელუ ლუკაკუმ ვერ ითამაშოს.
„ამ მომენტში ლუკაკუ არ არის მზად, მისი ბედი ექიმების ხელშია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და გვჭირდება, მაგრამ თუ ვერ შეძლებს ფორმაში შესვლას, მაშინ ჩვენთან ერთად არ იქნება“, - თქვა მარტინესმა.
შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუმ ტრავმა ჯერ აგვისტოში მიიღო და ოქტომბერში დაბრუნდა, მაგრამ ორი თამაშის შემდეგ ისევ დაშავდა და კვლავ ლაზარეთშია.