ძიუდო

19:32 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ზურაბიანმა პარა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პარა ძიუდოში საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნულ ნაკრებს პირველი მედალი ზურაბ ზურაბიანმა მოუტანა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თანამემამულე ნუკრი მიღრიჯანაშვილს დამატებით დროში, ვაზარით აჯობა.

პლანეტის პირველობაზე კიდევ სამმა ქართველმა - გიორგი ქალდანმა (-73 J2), ბაჩუკი შელიამ (-73 J2) და მიშიკო შიობრიშვილმა (-73 J1) იასპარეზა. ისინი მედლების აღებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ რეპეშაჟში ბოლო ბრძოლები დათმეს და ინდივიდუალური ასპარეზობა კვარცხლბეკზე ასვლის გარეშე დაასრულეს.

ხვალ ძალებს კიდევ 4 ქართველი პარასპორტსმენი მოსინჯავს. ბაქოში ტატამზე - ლაშა ყიზილაშვილი (-90 J2), პარალიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ზვიად გოგოჭური (-90 J2) და #TOKYO2020 -ის ვიცე-ჩემპიონები: რევაზ ჩიკოიძე (+100 J2) და ინა ქალდანი (-70 J2) გამოვლენ გამოვლენ.

0.121952