ფეხბურთი

14:51 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო 16 წლის თავდამსხმელზე: „ენდრიკს მსოფლიო ჩემპიონატზე წავიყვანდი“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა შემტევმა, რონალდომ, განაცხადა, რომ მისი აზრით „პალმეირასის“ 16 წლის თავდამსხმელი, ენდრიკი, ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში უნდა შეეყვანათ.

„მე რომ სელესაოს შემადგელობას ვარჩევდე, აუცილებლად შევიყვანდი ენდრიკს. ეს მისთვის სენსაციური გამოცდილება იქნებოდა. ენდრიკი ბრაზილიის ფეხბურთის მომავალია.

ბევრი მწვრთნელს აკრიტიკებს, გაბრიელ ბარბიზა რომ არ მიჰყავს ყატარში, მაგრამ მე მაინც ენდრიკს ავირჩევდი.“ - ციტირებს „კიჭას“ სიტყვებს Ronaldo TV.

0.114149