ფეხბურთი

12:38 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლი“ აზარში 20 მილიონს იხდის

მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი, ედენ აზარი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, ისევ პრემიერლიგაში აღმოჩნდეს. „ნიუკასლი“ მზადაა ბელგიელში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ჩანს, თავად ფეხბურთელიც არ არის ბრიტანეთში დაბრუნების წინააღმდეგი, სადაც 2012-19 წლებში „ჩელსის“ ღირსებას იცავდა - გვამცნობს El Nacional.

2019 წლის ზაფხულში „რეალმა“ ლონდონურ კლუბს აზარში 115 მილიონი ევრო გადაუხადა. თუმცა სამი წლის განმავლობაში ბელგიელმა 16 ტრავმა მიიღო და მინდორზე იშვიათად ჩნდებოდა. ჯამში მან „სამეფო კლუბის“ მაისურით 72 მატჩში 7 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. მადრიდულ კლუბთნ მის კონტრაქტს ვადა 2024 წელს ეწურება.

0.10731