ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „გაგრასთან“ წაგების შემდეგ (1:2), „სიონმა“ სატურნირო მდგომარეობა ერთობ გაირთულა. ამას მთავარი მწვრთნელის დათხოვნა მოჰყვა. ბოლნისური კლუბის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი წერს: „უჩა სოსიაშვილმა ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე "სიონის" მთავარ მწვრთნელის პოსტი დატოვა. მასთან ერთად გუნდს დაემშვიდობა მწვრთნელის თანაშემწე, თამაზ სამხარაძე.
საფეხბურთო კლუბი "სიონი" მადლობას უხდის სოსიაშვილს და სამხარაძეს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს.“
სოსიაშვილი „სიონს“ წლევანდელი მარტიდან წვრთნიდა. ამ პოსტზე მან გიორგი დარასელია შეცვალა.