ფეხბურთი

10:52 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ იმიტომ გახდა „მანჩესტერის“ კაპიტანი, რომ კაზემირომ ინგლისური არ იცის

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ჟურნალისტებს აუხსნა, რატომ დანიშნა კრიშტიანუ რონალდუ „ვესტ ჰემთან“ მატჩში (1:3) გუნდის კაპიტნად.

„ჩვენი კაპიტანი, ჰარი მაგუაირი, სათადაროგოთა სკამზე ზის, დავიდ დე ხეაც ლიდერია, მაგრამ ის მეკარეა და შორსაა პარტნიორებისგან. ამ შემთხვევაში კაპიტანი კაზემირო უნდა გამხდარიყო, მაგრამ ის ინგლისურად ძალიან ცუდად ლაპარაკობს და ამიტომ ავირჩიეთ კრიშტიანუ.“ - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს The Sun.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილასთან“ შეხვედრას, „მანჩესტერის“ მეორე კაპიტანი, ბრუნუ ფერნანდეში, დისკვლიფიკაციის გამო ტოვებდა.

0.119791