ჩოგბურთი

1:48 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასი ATP-ს ფინალში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი ტრავმის გამო, ATP-ს ფინალში ვერ ითამაშებს, რომელიც ტურინში გაიმართება. ალკარასმა პარიზის მასტერსზე თამაშისას, მუცლის კუნთის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც, ვერც დევისის თასზე თამაშს შეძლებს.

ალკარასი პარიზული ტურნირის მეოთხედფინალში დაშავდა, როდესაც აწ უკვე ჩემპიონთან, დანიელ ჰოლგერ რუნესთან თამაშობდა. მან სამედიცინო დახმარების შემდეგ, თამაშის შეწყვეტა გადაწყვიტა იმ იმედით, რომ ATP-ს ფინალისთვის მწყობრში ჩადგომას მოასწრებდა.

ქალაქი ტურინი ATP-ს ფინალს 13-20 ნოემბერს უმასპინძლებს, დევისის თასის ფინალი კი 25 ნოემბრიდან, 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

„ჩემს სამედიცინო გუნდთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ვერ ვითამაშებ. მუცლის პრესის მარცხენა ნაწილში, ერთი კუნთი დამიზიანდა, რომელსაც დაახლოებით ექვსი კვირა მკურნალობა დასჭირდება. სამწუხაროდ, ამის გამო ვერც ATP-ს ფინალში ვითამაშებ და ვერც დევისის თასის ფინალში. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებაა“, - ამბობს ალკარასი.

ATP-ს ფინალში ესპანელს ამერიკელი ტეილორ ფრიცი შეცვლის, ვინც რეიტინგში მეცხრე ადგილზეა.

0.130755