ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოოდ, 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
„სელესაოს“ განაცხადში არ არიან რობერტო ფირმინო და ფელიპე კოუტინიო, ტიტეს რჩეულთა შორის არიან გაბრიელ მარტინელი, გლეისონ ბრემერი და დანი ალვეში.
ბრაზილიის ნაკრების განაცხადი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ასეთია:
მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ვევერტონი (პალმეირასი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი)
მცველები: მარკინიოსი (პსჟ), ტიაგო სილვა (ჩელსი), ედერ მილიტაო (რეალი), დანილო (იუვენტუსი), დანი ალვეში (პუმასი), ალექს სანდრო (იუვენტუსი), ალექს ტელეში (სევილია), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი)
ნახევარმცველები: კაზემირო (მანჩესტერი), ფრედი (მანჩესტერი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი), ფაბინიო (ლივერპული), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო)
თავდამსხმელები: ნეიმარი (პსჟ), რაფინია (ბარსელონა), რიშარლისონი (ტოტენჰემი), ვინისიუსი (რეალი), როდრიგო (რეალი), პედრო (ფლამგენგო), გაბრიელ ჟეზუში (არსენალი), ანტონი (მანჩესტერი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი)
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილია სერბეთის, შვეიცარიისა და კამერუნის ნაკრებებს შეხვდება.