იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „აინტრახტთან“ თამაში ადვილი არ იქნება.
„ამ დონეზე ყველა მეტოქე რთულია, თუმცა პსჟ-ს რომ არ შევხვდით, ეს შეიძლება მოგვწონდეს კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში „აინტრახტი“ ევროპა ლიგის ჩემპიონია და აღმავლობას განიცდის. რა თქმა უნდა, ადვილი მატჩები არ იქნება“, - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 2023 წლის თებერვალსა და მარტში გაიმართება. „ნაპოლი“ „აინტრახტს“ ჯერ სტუმრად შეხვდება და მერე ნეაპოლში.