ფეხბურთი

14:39 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" კაპიტანი წლის ბოლომდე გამოაკლდა

იტალიურ „რომას“ კაპიტანი ლორენცო პელეგრინი წლის ბოლომდე გამოაკლდა. იტალიელმა ფეხბურთელმა ტრავმა რომაულ დერბიში, „ლაციოსთან“ თამაშში მიიღო.

როგორც გაირკვა, ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის გამო იტალიაში სეზონი ერთ კვირაში 2023 წლამდე შეწყდება, უახლოეს ერთ კვირაში დაბრუნებას კი ლორენცო ვერ მოასწრებს. ის გუნდს მხოლოდ იანვარში დაუბრუნდება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პელეგრინიმ ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.129773