ფეხბურთი

19:40 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის მორიგი გოლი ავსტრიის ჩემპიონატში

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში გოლი გაიტანა. მე-15 ტურში გრაცელები სტუმრად „ალტახს“ დაუპირისპირდნენ და გუნდებმა ქულები გაინაწილეს - 1:1.

ორივე გოლი საწყის 15 წუთში გავიდა, კიტეიშვილმა კი მე-11 წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გახსნა. ოთარისთვის ეს ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე გოლია, სეზონში კი - მეოთხე (ერთხელ თავი ევროპა ლიგაზე გამოიჩინა).

ზოგადად, ოთხივე გოლი კიტეიშვილმა 16 ოქტომბრიდან მოყოლებული გაიტანა და ფაქტია, რომ ტრავმის შემდეგ ფორმას იბრუნებს. დღევანდელ შეხვედრაში ქართველი 71-ე წუთზე შეცვალეს.

გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში 32 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 13 ნოემბერს, სტუმრად „ლასკთან“ გამართავს.

0.120621