ფეხბურთი

20:18 | 5.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის 90 წუთი და "კრემონეზეს" ქულა სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „სალერნიტანას“ ესტუმრა და ისევ მოგების გარეშეა - 2:2.

მასიმილიანო ალვინის გუნდი ორჯერ აგებდა, მაგრამ ორჯერვე გაათანაბრა. კრემონელთაგან გოლები დავიდ ოკერეკემ და დანიელ ჩოფანიმ გაიტანეს. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა და ეს მისთვის სეზონში მე-11 თამაში იყო.

ლუკამ სტატისტიკის ვებგვერდ Whoscored-ისგან 6.6 ქულა დაიმსახურა, ხოლო Sofascore-სგან 6.7 ქულა მიიღო.

„კრემონეზე“ 13 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-19 ადგილზეა და მომდევნო ტურში 8 ნოემბერს, „მილანს“ უმასპინძლებს.

0.13531