„ნაპოლის“ ყოფილმა და ვეტერანმა შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ვალონ ბეჰრამიმ „ატალანტასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს ნეაპოლელებისთვის ძალიან სერიოზული დანაკლისია.
„ატალანტასთან“ კვარაცხელიას არყოფნა გასათვალისწინებელი ფაქტორია. ის ფაქტი, რომ ქართველი ვერ ითამაშებს, ამ მატჩში „ნაპოლის“ ამბიციებს ცვლის. „ლივერპულის“ შემდეგ „აძური“ ფიზიკურად ძალიან ძლიერ „ატალანტას“ ხვდება, ამიტომ, წინა თამაშიდან ენერგიის აღდგენა ფუნდამენტური იქნება.
„ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება შეუძლია? წელს უცნაური სეზონია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის გამო შუალედში ძალიან ხანგრძლივი შესვენება იქნება და ბალანსი შეიძლება შეიცვალოს. ჯერჯერობით სერია A-ში „ნაპოლი“ საუკეთესო იყო, ევროპაში კი ერთ-ერთი საუკეთესო“, - თქვა ბეჰრამიმ.
შეგახსენებთ, „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.