„ფერარის“ სარბოლო ავტომობილი, რომლითაც მიხაელ შუმახერმა ხუთი რბოლა მოიგო და 2003 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ქალაქ ჟენევაში, სოთბისის აუქციონზე გაიყიდება. ამ ავტომობილით (შასი 229), გერმანელმა ლეგენდამ სულ ცხრა რბოლაში მიიღო მონაწილეობა. აუქციონის ორგანიზატორი ელის, რომ მასში 9.4 მილიონ დოლარს გადაიხდიან.
„ეს განსაკუთრებული ავტომობილია, რადგან ფერარის ისტორიაში სულ ოთხია ისეთი ავტომობილი, რომლის ანგარიშზეც ოთხზე მეტი მოგებაა. თანაც, მას თავისი თაობის ყველაზე გამორჩეული მრბოლი, მიხაელ შუმახერი მართავდა“, - ამბობს RM სოთბისის გაყიდვების დირექტორი ვინსენტ ლუზუი.
ის დასძენს, რომ ამ ავტომობილით უფრო მეტად ის ადამიანები შეიძლება დაინტერესდნენ, რომლებიც ისტორიული ავტმობილების რბოლებში მონწილეობენ, რადგან გასაყიდი ეგზემპლარი, სრულ სარბოლო მზადყოფნაშია.
იმავე აუქციონზე, სოთბისს გასაყიდად გამოაქვს რვა იშვიათი ლურჯი ბრილიანტი, რომელთა ჯამური ფასიც 70 მილიონ დოლარზე მეტია. სოთბისის საიუველირო ნაწარმის სპეციალისტი მარი-სესილ ჩისამოლო ამბობს, რომ ლურჯი ბრილიანტი დიდი იშვიათობაა და ერთდროულად რვა ასეთი ქვის შესყიდვა, ბევრისთვის საოცნებო იქნება.მიხაელ შუმახერი,