სხვა

17:15 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩოგბურთის მწვრთნელებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები გადაეცათ

ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის საჩოგბურთო კორტებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით დასრულდა მწვრთნელთა გადამზადების საერთაშორისო კურსები „Level 2".

კურსდამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, წარმატებები უსურვა და 12 წარმატებულ მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები გადასცა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

მონაწილეებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ ქაცარავამ.

მწვრთნელთა ტექნიკური კურსები ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის შეთანხმებით ჩაატარეს სლოვენიელმა და ქართველმა ექსპერტებმა - ალეშ ფილიფჩიჩმა და თორნიკე კიკნაველიძემ.

სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის მიერ დაფინანსებული მწვრთნელთა ტექნიკური კურსები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით აქტიურად ტარდება სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებისთვის.

GEONOC.ORG.GE

0.116606