ფეხბურთი

0:24 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

Eurosport-მა ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

იტალიურმა Eurosport-მა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და საუკეთესო 11-ეულში „ნაპოლის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა.

ცნობილი გამოცემის ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: სიმონ მინოლე (ბრიუგე)

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), რაფა სილვა (ბენფიკა)

თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), კილიან მბაპე (პსჟ), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.

0.115987