ფეხბურთი

17:39 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სონმა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველ ჰონ-მინ სონმა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.

სამხრეთკორეელმა ფეხბურთელმა მარსელის „ოლიმპიკთან“ შეხვედრაში თვალის არეში დაზიანება მიიღო და საოპერაციოა. ჯერ უცნობია, რა პერიოდი დასჭირდება სარეაბილიტაციო პერიოდს, მაგრამ არაა გამორიცხული მუნდიალზე ვერ ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება.

0.11301