კალათბურთი

23:14 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად „ბნეი ჰერცლია“ ძალიან იოლად, 95:57 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი იყო. შერმადინმა 19:04 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა და მატჩის MVP გახდა.

„ლენოვო ტენერიფე“ H ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 2 მოგებით და 1 წაგებით „პერისტერისთან“ ერთად პირველ-მეორე პოზიციას იყოფს, მომდევნო ტურში კი 29 ნოემბერს „ბნეი ჰერცლიას“ უმასპინძლებს.

0.116372