ფეხბურთი

0:49 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "კანკავა ჩვენი ძრავია, ის ყველასთვის სამაგალითოა"

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კონფერენს ლიგის მეექვსე ტურის მატჩის წინ, რომელსაც მისი გუნდი „ჟალგირისის“ წინააღმდეგ გამართავს, ჯაბა კანკავაზე ისაუბრა.

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს ბოლო მატჩები ავადმყოფობის გამო გაუცდა, მაგრამ სლოვაკი სპეციალისტის თქმით, კანკავა მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.

„მჯერა, რომ ჯაბა გუნდს დაეხმარება, ის ჩვენი ძრავი და გამორჩეული მოთამაშეა. მისი გული სხვებსაც ამოძრავებს, ავად ყოფნის დროსაც ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ის ყველასთვის მაგალითია“, - თქვა ვაისმა.

აქვე გეტყვით, რომ 36 წლის ჯაბა კანკავამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ბრატისლავის „სლოვანს“ კონფერენს ლიგის ჯგუფიდან გასასვლელად ქულაც ჰყოფნის. „ჟალგირისთან“ მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.119854