ფეხბურთი

18:07 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: ტრენტის წინააღმდეგ კვარაცხელიას მოქმედებებმა "ლივერპულს" ფანებს იმედი დაუკარგა

პოპულარული იტალიური გაზეთი Gazzetta Dello Sport-ი „ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრას გამოეხმაურა და წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედებებმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის წინააღმდეგ, ინგლისური კლუბის ფანებს სასურველი ანგარიშით მოგების იმედი გადაუწურა.

„მატჩის დაწყებიდან ძალიან მალე, რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ბურთი ფეხებშორის გაუტარა და „წითლების“ ფანებისთვის, რომელთაც 4-ბურთიანი სხვაობით მოგების იმედი ჰქონდათ, სიტუაცია ნათელი გახდა - ისინი ამას ვერ შეძლებდნენ. მინიმუმ 4:0 მოგება იყო საჭირო ჯგუფში პირველი ადგილისთვის, მაგრამ „ნაპოლი“ „ენფილდზე“ უსაქმოდ არ იყო. ალექსანდერ-არნოლდს კი კვარაცხელია აფრთხობდა და ის წინ წასვლაზე ვერც ფიქრობდა, ხშირად ნახევარდაცვაში იბლოკებოდა, სადაც კარგი ლობოტკა მეფობდა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ A ჯგუფში 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და „ლივერპულს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, ბერგამოში, „ატალანტასთან“ გამართავს.

0.117173