სხვა

0:50 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

უსიკი ფიურის ჩისორას არჩევის გამო დასცინის

მძიმე წონაში WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ჩემპიონი ოლეკსანდრ უსიკი ამბობს, რომ ეცინება, როდესაც ტაისონ ფიურისა და დერეკ ჩისორას მესამე შეხვედრაზე ფიქრობს. ფიურიმ, ვინც WBC-ს ტიტულს ფლობს, ტიტულის მოცილედ ჩისორა აირჩია, რომელიც ორჯერ ყავს დამარცხებული.

არადა, ბრიტანელს შეეძლო, მას ან თუნდაც მის მიერ ძლეულ ენტონი ჯოშუას შეხვედროდა, ვისთანაც ბრძოლას ადრეც აპირებდა. ყველა ლოგიკით, კრივის სამყაროსთვის ყველაზე საინტერესო, ორი ჩემპიონის შეხვედრა უნდა ყოფილიყო. მაგრამ ფიურის თავისი ანგარიშები აქვს. და უკრაინელს სწორედ ეს აცინებს.

34 წლის ფიურის 38 წლის ჩისორა 2011 და 2014 წელს ჰყავს დამარცხებული. პირველად ეს ქულებით შესძლო, მეორედ კი თანამემამულე მეტოქეს ტექნიკური ნოკაუტი აგემა. ჩისორა 35 წლის უსიკსაც ჰყავს დამარცხებული. მათი ბრძოლა 2020 წელს შედგა და უკრაინელმა ქულებით მოიგო.

„რატომ იქცევა ასე? ჩვენ თითქმის შეთანხმებული ვიყავით ბრძოლაზე. ახლა კი ის ამბობს, რომ გავურბივარ და მასთან შეხვედრა არ მსურს. ვიცი, რომ მას ჩემი შიში აქვს“, - ამბობს უსიკი, ვინც ფიურის მსგავსად, პროფესიონალურ რინგზე ჯერაც დაუმარცხებელია და მათი შეხვედრა ამ მხრივაც საინტერესო იქნებოდა.

მძიმე წონაში ტიტულებისთვის ბრძოლის უფლება უსიკმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ამერიკელ ჩეზ უითერსპუნს და ჩისორას მოუგო. მანამდე ის კრეისერის წონაში იყო ყველა პრესტიჟული სარტყელის მფლობელი. უკრაინელი, ვინც ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონია, ამერიკელ დეონტეი უაილდერთან შეხვედრას აპირებდა, მაგრამ ამან მეტოქედ ენდი რუის უმცროსი შეარჩია. ამის გამო, უსიკს მომავალი წლის ზაფხულამდე ბრძოლა არ ექნება. სწორედ ამ დროს ექნება ფიურის თავისუფალი დრო და ბრიტანელმა გიგანტმა შესაძლოა უსიკთან ბრძოლა ინებოს.

0.11598