ფეხბურთი

14:55 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მომავალში „ბარსელონა,“ შესაძლოა, არტეტამ გაწვრთნას

„არსენალის“ მთავრმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, მომავალში, შესაძლოა, „ბარსელონა“ ჩაიბაროს - წერს Sport.es.

წყაროს ინფორმაციით, ამჟამად „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ჩავის ენდობა, მაგრამ მოხიბლულია არტეტას „არსენალში“ მუშაობით. იმ პროგრესით, რომელსაც ესპანელმა სპეციალისტმა ლონდონურ კლუბში მიაღწია.

არტეტა „ბარსელონას“ აღზრდილია და იცის კლუბის ღირებულებები. მუშაობდა „მანჩესტერ სიტიში“ ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწედ.

ასევე „ბარსას“ მამებს მოსწონთ როგორ მართავს 40 წლის არტეტა გუნდის გასახდელს. თანაც მას ახლო ურთიერთობა აქვს კლუბის დირექტორ მატეუ ალემანისთან და სპორტულ დირექტორ ხორდი კრუიფთან.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ „არსენალი“ 31 ქულით პრემიერლიგის ლიდერია.

0.11807