ფეხბურთი

0:11 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაც და სალაჰიც საკუთარ პოტენციალში დარწმუნებული არიან"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ლივერპულთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც პირველივე კითხვა ხვიჩა კვარაცხელიასა და მოჰამედ სალაჰის შედარებას ეხებოდა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, ისინი ერთმანეთს ჰგვანან და ძალიან კარგი ბიჭები არიან.

- მოედანზე ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი იქნება, მაგრამ თქვენ გაქვთ პრივილეგია, რომ ახლა კვარაცხელიას მწვრთნელი იყოთ და ადრე სალაჰის იყავით. ორი გარემარბის, რომლებიც თვისებებით განსხვავდებიან, მაგრამ გუნდთან დამოკიდებულებით და ტაქტიკურად მსგავსება არსებობს?

- დიახ. ეს არის ორი მოთამაშე, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით ახერხებენ გენიალურად თამაშს. შეუძლიათ ნებისმიერი უბრალო და ჩვეულებრივი პასის მერე გუნდისთვის საგოლე მომენტი შექმნან. აქვთ მეტოქეზე შეტევის და მისი მოტყუების სიმარტივე, ბურთის შენარჩუნების უნარი, როცა საათში 2000 კმ სიჩქარით მოძრაობენ. ორივე ძალიან დარწმუნებულია თავის პოტენციალში, უბრალოებაში, კარგი ბიჭები და ყოველთვის ყველას დასახმარებლად ხელმისაწვდომები არიან. ორივეს შეუძლია ამ თამაშში გადამწყვეტი როლის შესრულება“, - აღნიშნა სპალეტიმ.

პრესკონფერენციის შემდეგ სპალეტიმ Sky Sport-თანაც ისაუბრა ხვიჩაზე და თქვა, რომ გაუმჯობესების დიდი პოტენციალი აქვს:

„კვარაცხელიას შესაძლებლობები უსასრულოა, რადგან მას, ვინც სხვა ქვეყნიდან ჩამოდის, ასეთი ბუნებრიობით და სიმარტივით აქ ყველაფერს აჩვენებს, გაუმჯობესებისთვის ადგილი ჯერ კიდევ აქვს, რომლის გაგება შეუძლებელია“.

შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტი მოჰამედ სალაჰთან „რომაში“ მუშაობდა და ეგვიპტელს კარგად იცნობს. „ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 1 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.117186