საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა და პარიზის მასტერსის პირველი წრე დაძლია.
1/32 ფინალში ნიკოლოზი ფრანგ ქუენტინ ჰალისს გაეჯიბრა და საათსა 15 წუთში, ორ სეტში 6:3, 6:4 დაამარცხა. ქართველს პირველი სეტის მოსაგებად ერთადერთი ბრეიკი ეყო და ზუსტად იგივე სცენარი ჰქონდა მეორე სეტსაც, რომელშიც ნიკოლოზმა ასევე ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება, თავისი ჩაწოდება კი მას შეხვედრაში არ დაუთმია.
ბასილაშვილმა 2 ეისი შეასრულა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მის მეტოქეს 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა და 15 ეისი მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო ბასილაშვილი რეიტინგში დაქვეითდა და ამჟამად ასეულშიც აღარ არის, 106-ე ადგილზეა.