ფეხბურთი

14:39 | 31.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "სერია A-ში პრობლემები თავიდან პლატინისა და ზიდანსაც ჰქონდათ, კვარას - არა"

იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და საქართველოს ჩემპიონატი იტალიის სერია C-ს შეადარა.

მან ასევე გაიხსენა მიშელ პლატინისა და ზინედინ ზიდანის მაგალითები, რომელთაც თავიდან სერია A-ში ადაპტაცია ძალიან გაუჭირდათ.

„ნაპოლიმ“ ფსონი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა, რომელიც სერია C-ში თამაშობდა, ბათუმში, საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც ჩვენი სერია C-ს დონისაა, სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებიც ერთა ლიგის C დივიზიონში თამაშობდა. მიშელ პლატინისაც კი, როცა იტალიაში ჩამოვიდა დრო დასჭირდა, რამდენიმე თვე ვერ თამაშობდა მაღალ დონეზე და საუბრობდნენ, რომ ჩავარდნილი ტრანსფერი იყო. 6 თვის განმავლობაში ზინედინ ზიდანსაც პრობლემები ჰქონდა, მაგრამ კვარას არა“, - თქვა კიარიელომ.

0.132527