კალათბურთი

13:00 | 30.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 5 ქულა "ბრუკლინთან" და "ინდიანას" ზედიზედ მეორე მოგება

NBA-ში „ინდიანა პეისერსმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად სტუმრად „ბრუკლინ ნეტსი“ 125:116 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში გოგა ბითაძემ 13:25 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი მან 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

„ინდიანას“ ბენედიკტ მატურინმა 35 ქულით, 5 მოხსნით და 2 პასით ულიდერა, „ბრუკლინში“ კი კაირი ირვინგმა 35 ქულა და კევინ დურანტმა 26 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი დააგროვეს.

„ინდიანა პეისერსი“ 3 მოგებით და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 1 ნოემბერს, სტუმრად ისევ „ბრუკლინთან“ გამართავს.

0.112372