კალათბურთი

1:35 | 30.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 19 ქულა და MVP-ს ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეექვსე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად „გრან კანარია“ 86:70 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 15 ქულით მოიგეს.

მოედანზე საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 23:39 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო და მატჩის MVP-ს ტიტული ერგო.

„ლენოვო ტენერიფე“ 5 მოგებით და 1 წაგებით ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 6 ნოემბერს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

0.117995