საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ორივე ლიდერმა მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში სიტუაცია სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე უცვლელი დარჩა.
„დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ირაკლი სიხარულიძის გოლით აგებდა, მაგრამ მერე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა უპირატესობა მოიპოვა, რაც ანგარიშშიც აისახა. დუბლი შეასრულა უსმანე კამარამ, ხოლო ერთი გოლი გიორგი მოისწრაფიშვილის აქტივშია. „დინამო თბილისს“ 72 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ლოკომოტივს“ შეხვდება, მანამდე კი „დინამო ბათუმს“ ისევ ორი ქულით უსწრებს. „საბურთალო“ 44 ქულით მეექვსეა და წინ „დილასთან“ თამაში აქვს.
„დინამო ბათუმმა“ აუტსაიდერ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 4:2 აჯობა. პირველივე ნახევარში ბათუმელებმა ჯოვინო ფლამარიონისა და ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლებით აჭარლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, მეორე ნახევარში კი გუნდებმა ორ-ორი გოლი გაცვალეს და გია გეგუჩაძის გუნდმა იმარჯვა. „დინამო ბათუმს“ 70 ქულა აქვს და ლიდერს ისევ ჩამორჩება. ზღვისპირელები მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდებიან, ხოლო „ლოკომოტივი“ 8 ქულით უკვე გავარდნილია და „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.
„დინამო ბათუმი“ – „ლოკომოტივი“ 4:2 (2:0)
გოლები: 1:0 ჯოვინო (14), 2:0 მამუჩაშვილი (36, პენ), 2:1 კახაბრიშვილი (48), 3:1 ტეიდი (65), 4:1 პირტახია (82, ა.გ), 4:2 დიასამიძე (90)
„დინამო თბილისი“ – „საბურთალო“ 3:1 (1:1)
გოლები: 0:1 სიხარულიძე (20), 1:1 კამარა (24), 2:1 კამარა (50), 3:1 მოისწრაფიშვილი (57)