„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პროგრესირებს და მისი გუნდის დონეს უახლოვდება.
„მაქვს გარკვეული განცდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ნამდვილად გვიახლოვდება, დიახ, ისინი უკვე სადღაც ახლოს არიან. „ჩელსისთან“ მატჩს ვუყურებდი და ნამდვილად მომეწონა „იუნაიტედი“, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ამიტომაც, ჩვენ ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე პრემიერლიგაში ჩემპიონობისთვის. საწყის 10 ტურში პრემიერლიგას ვერავინ მოიგებს. სხვათა შორის, ძალიან მომწონს „ნიუკასლიც“, - თქვა გვარდიოლამ.