იტალიური „მონცას“ ფეხბურთელის, პაბლო მარის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
29 წლის ესპანელ მცველს ქირურგიული ჩარევა ზურგის არეში ჩაუტარდა და ფეხბურთის თამაშს 2023 წელს შეძლებს, მინიმუმ კი უქმობა 2 თვის განმავლობაში მოუწევს.
მოგეხსენებათ, პაბლო მარი მილანში, სუპერმარკეტში დაჭრეს. მას თავდამსხმელმა დანა ზურგში დაარტყა. ფეხბურთელის გარდა, თავდამსხმელმა კიდევ 5 ადამიანი დაჭრა, საიდანაც ერთი გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ 46 წლის მამაკაც ფსიქიკურ პრობლემებს განიცდიდა და პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა.