„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მეტოქე ყველას ფავორიტად მიაჩნია, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება და „ვალენსია“ მოსაგებად იბრძოლებს.
„ესპანეთის ჩემპიონატში თამაში ადვილი არავის წინააღმდეგაა. ყველას ჰგონია, რომ „ბარსა“ ადვილად მოიგებს და მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება. „ბარსელონა“ მე ჩემს გუნდზე საუბარი მიყვარს, ისედაც უკვე საკმარისი პრობლემები გვაქვს. შემთხვევითი არ არის, რომ მე-60 წუთის შემდეგ განსხვავებულად ვთამაშობთ, ამაზე სამუშაო გვაქვს. სატურნირო ცხრილს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ 19 ან 20 ქულა უნდა გვქონდეს“, - თქვა გატუზომ.
შეგახსენებთ, „ვალენსიასა“ და „ბარსელონას“ მატჩი 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.