ფეხბურთი

12:11 | 28.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" მწვრთნელი კიტეიშვილის გოლზე: "ასეთი ემოცია იშვიათად განმიცდია"

გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა როტერდამის „ფეიენოორდთან“ მატჩის (1:0) შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა ოთარ კიტეიშვილის გოლით მოიგო, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ასეთი ემოციური მომენტი იშვიათად განუცდია.

„პირველი ტაიმი ჩვენთვის კარგი არ იყო, ამიტომ, მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ გოლი არ გავუშვით, ხოლო შესვენების შემდეგ რაღაც ასპექტები გამოვასწორეთ და მართლაც ყველაფერი უკეთესად გავაკეთეთ.

„ოთარ კიტეიშვილის ხანგრძლივი ტანჯვის პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის დიდი მიზნები ჰქონდა და დაუფასდა. ეს იყო ემოციური მომენტი, რომელიც ჩემს კარიერაში იშვიათად განმიცდია“, - თქვა ილცერმა.

შეგახსენებთ, რომ „შტურმი“ ჯგუფში 8 ქულით „ლაციოსთან“ ერთად ლიდერია და ბოლო ტურში „მიდტიულანდს“ შეხვდება. ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ორი გოლი აქვს გატანილი, მანამდე თავი ავსტრიის ჩემპიონატში გამოიჩინა.

0.121724