ფეხბურთი

23:42 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: „რონალდუმ მინდორზე უნდა დამარწმუნოს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, „შერიფთან“ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, სასტარტო შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუს გამოჩენის თაობაზე ესაუბრა ჟურნალისტებს.

„კრიშტიანუს არ სჭირდება ჩემთვის რაღაცის დამტკიცება მოედნის გარეთ, მან ყველაფერი მოედანზე უნდა დამანახოს. ჩვენ ყველა ტურნირში გასამარჯვებლად ვიბრძვით და რონალდუ ამ მხრივ, გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. გოლები გვჭირდება და კრიშტიანუმ კარგად იცის როგორ შექმნას ისინი.“ - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს ტენ ჰაგსა და პორტუგალიელს შორის ურთიერთობა დაიძაბა. კრიშტიანუ ძირითად შემადგენლობაშიც ვეღარ ხვდებოდა, მაგრამ ახლა თითქოს სიტუაცია შეიცვალა.

პორტუგალიელი ორი დღის წინათ მთავარ გუნდს დაუბრუნდა და ახლა „შერიფთან“ ძირითადში დაიწყო თამაში.

0.116272