„მანჩესტერ სიტის“ 100-მილიონიანი შენაძენი, ჯეკ გრილიში, ჟურნალისტებს დამრიგებელ პეპ გვარდიოლასთან თავისი ურთიერთიბის შესახებ ესაუბრა.
„ასტონ ვილაში“ თეორიულად მარცხნივ ვთამაშობდი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პოზიციის შეცვლაც შემეძლო. პეპთან საქმე სხვაგვარადაა. ისიც მეუბნება, რომ თავისუფალი ვიყო პოზიციის შერჩევისას, მაგრამ თამაშისას მკაცრ სათამაშო სქემებს ეყრდნობა. ანუ, თუ მარცხენა გარემარბი ხარ, მარცხნივ რჩები. თუმცა ვერ დავიწუწუნებ, ის ხომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.
ადაპტაციის პრობლემები? მეგონა ყველაფერი ოილი იქნებოდა, ეს ხომ უბრალოდ თამაშია, მაგრამ დრო დაჭირდა ახალ გარემოსთან, ახალ მწვრთნელთან და პარტნიორებთან შეგუებას.“ - ციტირებს გრილიშის სიტყვებს L’Équipe.