„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა კომისიამ 34 ათასი ევროთი დააჯარიმა, თუმცა დისკვალიფიკაცია აღარ დაუდგინა.
საქმე ეხება 2022 16 ოქტომბრის ინციდენტს, როცა „ლივერპული“ – „სიტის“ პრემიერლიგური მატჩის 86-ე წუთზე გერმანელ სპაეციალისტს მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა და სათადარიგოთა სკამიდან გააძევა.
კლოპმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ იმ მომენტში თავი ვერ შეიკავა, თუმცა ასე მაინც არ უნდა მოქცეულიყო.