ფეხბურთი

13:53 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ემერი „ასტონ ვილაში“ პინოს ეპატიჟება

„ვილიარეალის“ თავდამსხმელმა, იერემი პინომ, კარიერა, შესაძლოა, ინგლისში, კერძოდ, „ასტონ ვილაში“ გააგრძელოს. - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერის ინიციატორი ბირმინგემელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერია, რომელიც კლუბში მუშაობას 1 ნოემბრიდან დაიწყებს. „ვილაში“ ის სწორედ „ვილიარეალიდან“ გადავიდა.

მიმდინრე სეზონში პინომ „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მაისურით ჯამში 14 მატჩი გამართა, 1 ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანურ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

0.11954