ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში „პლზენთან“ გამარჯვების შემდეგ (4:0), მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი, სიხარულისგან ადგილს ვეღარ პოულობდა.
„ფლეი-ოფში გასვლას ვვარაუდობდით და ისიც კარგად გვესმოდა, რომ რთულ ჯგუფში მოვხვდით. ვფიქრობ, მოლოდინს გადავაჭარბეთ, დამთავრემაბდე ერთი ტურით ადრე მოვიპოვეთ შემდგომი ეტაპის საგზური. ჩემი ფეხბურთელების წინაშე ქედს ვიხრი. ეს დიდებული გამარჯვება იყო.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
C ჯგუფში „ინტერმა“ 10 ქულა მოაგროვა და „ბაიერნთან“ (15 ქულა) ერთად მერვედფინალის საგზური მოიპოვა. მესამეადგილოსანი „ბარსელონა“ (4 ქულა) ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს. „პლზენი“ კი ჯერჯერობით კვლავ უქულოდაა.