ფეხბურთი

10:52 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ზედიზედ მეექვსედ გავიდა, რაც ყველაზე ხანგრძლივი სერიაა კლუბის ისტორიაში - გვამცნობს ტვიტერში სტატისტიკური პორტალი OptaJoe.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს ჩემპიოთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში მერსისაიდელებმა სტუმრად „აიაქსი“ 0:3 გაანადგურეს, 12 ქულა მოაგროვეს და მერვედფინალის საგზური გაინაღდეს. ჯგუფს კი ასპროცენტიანი შედეგით ხვიჩა კვარაცხელიას 15-ქულიანი „ნაპოლი“ ლიდერობს.

კლოპი „ლივერპულს“ 2015 წლიდან წვრთნის. კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2026 წლის ზაფხულში ეწურება.

0.111376