საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის ტურნირის პირველივე წრეში მარცხი განიცადა.
ბასილაშვილი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ და რეიტინგის მეოთხე ნომერ დანილ მედვედევს შეხვდა, რომელსაც ორ სეტში, 2:6, 2:6 წააგო. რუსი ჩოგბურთელი ორივე სეტში უპირატესობას ფლობდა და გამარჯვება საკმაოდ იოლად მოიპოვა. შეხვედრა ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა.
მედვედემა 10 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო ბასილაშვილს ეისი არ ჰქონია და 4-ჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა.