ფეხბურთი

22:22 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი ერთადერთია, რომელიც გატუზომ მიმდინარე სეზონში ყველა წუთი ათამაშა

გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ჯენარო გატუზომ ყველა შეხვედრაში შეუცვლელად ათამაშა.

22 წლის ქართველი მეკარე ლა ლიგის 11-ვე ტურში ძირითადში იყო და ლოგიკურია, რომ არც შეუცვლიათ. მან მინდორზე ჯამში 990 წუთი გაატარა (13 გაშვებული გოლი).

სხვა ყველა ფეხბურთელს, რომელმაც ამ სეზონში ითამაშა, მოედანზე ამდენი წუთი არ გაუტარებია.

გიორგის შემდეგ ყველაზე კარგი მაჩვენებელი ტიერი კორეიას (954 წუთი), სამუელ ლინოს (946), მუხტარ დიახაბის (884) და უგო გილამონს (756) აქვთ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის უახლოეს ტურში 29 ოქტომბერს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

0.117663