ფეხბურთი

19:10 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მენეჯერი: "კვარაცხელიას ახლა 70-80 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდდი"

იტალიელმა აგენტმა პიეტრო ლო მონაკომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ქართველი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება მინიმუმ 70-80 მილიონი ევროა.

„ხვიჩა კვარაცხელიას დღეს რა ფასში გავყიდდი? არანაკლებ 70 ან 80 მილიონისა. ქართველს ახლა გულშემატკივრების მთელი რიგი ჰყავს, ეს კი კონკურენციას შექმნის მის ხელში ჩასაგდებად. დე ლაურენტისი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ფასზე ნაკლებად არ შეელიოს და შესაბამისად იმოქმედოს. როგორ? მან უკვე ისაუბრა კონტრაქტის განახლებაზე, აგენტებთან შეხვედრაზე გადამწყვეტი სხვადასხვა პუნქტები იქნება. არსებული ხელშეკრულება საკმაოდ გრძელია, ვადა 2027 წელს იწურება, მაგრამ ხელფასის გაზრდა გარდაუვალია. კვარა ასე თუ გააგრძელებს, იტალიური ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავი გახდება“, - თქვა ლო მონაკომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

0.117458