სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:26 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილს "იუვენტუსის" სკაუტებიც აკვირდებიან

„საბურთალოს“ მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირეს. ამის შესახებ ინფორმაცია Tuttojuve-მ გაავრცელა.

წყაროს თანახმად, გიორგი მამარდაშვილის გარდა, ტურინელთა სკაუტები გოჩოლეიშვილსაც აკვირდებიან, რომელიც მარჯვენა მცველია. გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელის ფასი მხოლოდ 1 მილიონი ევროა, რაც ტურინელებისთვის მისაღები ფასია.

Tuttojuve არ აკონკრეტებს ეს ინტერესი პირველი გუნდიდანაა თუ 23-წლამდე გუნდიდან, მაგრამ დიდი შანსია, რომ „იუვეს“ გოჩოლეიშვილი თავიდან სწორედ მეორე გუნდში დასამატებლად სჭირდება, რომელიც სერია C-ში თამაშობს. 23-წლამდე გუნდში ტურინელებმა ბოლო წლებში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატეს.

შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილი მანამდე ესპანურ „ვალენსიასაც“ დაუკავშირეს. 21 წლის გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2020 წლიდან დღემდე 83 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 7 შეხვედრაში თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა (ინგლისის 21-წლამდე ნაკრებთან).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.105289