ფეხბურთი

23:27 | 24.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "რომასთან" ყველაზე ცუდად კვარაცხელიამ ითამაშა"

იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ Sportmediaset-თან საუბარში განაცხადა, რომ „ნაპოლის“ რიგებიდან „რომას“ წინააღმდეგ ყველაზე ცუდად ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა.

საბატინის ქართველი არ გაუკრიტიკებია, მაგრამ ფიქრობს, რომ სხვებთან შედარებით მან ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა.

„ნაპოლის“ თამაში სანახაობრივი იყო მაშინ, როცა სანახაობრივად თამაშობდა ერთი ფეხბურთელი, რომელიც ამჯერად „რომასთან“ ყველაზე ცუდი მოთამაშე იყო, კერძოდ კვარაცხელია. ობიექტურად ის არ გახლდათ ისეთი დამანგრეველი, როგორც სხვა მატჩებში, სხვებისგან გამორჩეული არ იყო“, - თქვა საბატინიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ „რომა“ 1:0 დაამარცხა და სერია A-ს 29 ქულით ლიდერობს.

0.109864