ფეხბურთი

16:55 | 24.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანტეს "ჩელსიში" დარჩენა სურს, მაგრამ ახალ კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული არაა

ნგოლო კანტეს „ჩელსიში“ დარჩენა სურს, მაგრამ ახლა კონტრაქტზე მხარეებს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

ფრანგ ნახევარმცველს ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ 31 წლის ფეხბურთელის სურვილია, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩეს. აღსანიშნავია, რომ „ჩელსიში“ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ და შესაძლებელია ფეხბურთელს ზაფხულში კლუბის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება მოუწიოს.

მიმდინარე სეზონში კანტემ მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა და ახლაც ტრავმირებულია. ის მოედანზე 4 თვე ვერ გავა და მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

0.117171