საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური „თელავისა“ და „გაგრას“ შეხვედრით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და უშუალო კონკურენტთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის ბედი ილია ბერიაშვილის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მე-18 წუთზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები მეხუთე წუთიდან მოყოლებული, ვასილ ხოსიტაშვილის გაძევების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ.
„თელავმა“ ამ გამარჯვებით 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. „გაგრა“ 29 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და წინ „სამგურალთან“ თამაში ელოდება.
„თელავი“ – „გაგრა“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ბერიაშვილი (18)