ძიუდო

15:04 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალში ბექა ღვინიაშვილი და სოფიო სომხიშვილი გავიდნენ

აბუ დაბის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, საიდანაც ოქროს მედლისთვის ორი მათგანი იბრძვის - ბექა ღვინიაშვილი და და სოფიო სომხიშვილი.

ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) აზერბაიჯანელი ვუგარ თალიბოვი, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი და ბერძენი თეოდოროს ცელიდისი დაამარცხა, ნახევარფინალში კი სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდა, რომელსაც აჯობა და ფინალში ფრანგ ლორის ტასიეს შეხვდება.

+78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა ტრინადადისა და ტობაგოს წარმომადგენელი გაბრიელა ვუდი დაამარცხა, მერე ფრანგ ლეა ფონტენს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიელ როშელ ნუნიესს სძლია და ფინალში იბრძოლებს, მისი მეტოქე კი ჩინელი ქსინ სუ იქნება.

უმედლოდ დარჩა უშანგი მარგიანი (90 კგ), რომელმაც პირველი შეხვედრა ჩინელ იადონგ ქსიეთან მოიგო, თუმცა მეორე წრეში ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონთან ვერაფერი გააწყო, შედეგად რეპეშაჟში ვერ გადავიდა და მედლისთვის ვერ იბრძოლა.

100 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე პირველი წრისგან თავისუფალი იყვნენ, მაგრამ მეორე წრეში, მათ პირველივე შეხვედრაში მარცხი განიცადეს. ბერიაშვილი დანიელ მატიას მადსენთან დამარცხდა, ხოლო სანებლიძემ ჩილელ ტომას ბრისენოსთან წააგო.

მედლისთვის ვერ იბრძოლა ირაკლი დემეტრაშვილმაც (+100 კგ), რომელმაც ჩინელი რუიქსუან ლის ბარიერი უბრძოლველად დაძლია, რადგან მეტოქე ტატამიზე არ გამოცხადდა, მაგრამ ნიდერლანდელ იურ სპიკერსთან ვერაფერი გაახერხა და ასპარეზობა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის გრანდ სლემზე გიორგი სარდალაშვილმა ოქროს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.11572