კალათბურთი

11:06 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა, "პეისერსმა" სეზონში პირველი მატჩი მოიგო (+VIDEO)
გოგას NBA-ში ჩატარებული მატჩებიდან მოხსნებში პირადი რეკორდი ჰქონდა

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა და ეს დრო კარგადაც გამოიყენა. ქართველმა ცენტრმა „დეტროიტ პისტონსთან“ შეხვედრაში პარკეტზე 25:23 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 15(!) მოხსნა (8 შეტევაში, 7 დაცვაში) 4 პასი, 1 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა.

ჩვენებურმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და NBA-ში 15 მოხსნა მისთვის სარეკორდოა. +- მაჩვენებელი კი +8 ჰქონდა. 22 წლის კალათბურთელმა 8-დან 6 სროლა გამოიყენა. მან 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. რაც შეეხება ჯარიმებს, ბითაძემ 4-დან მხოლოდ 1 ჩააგდო.

გოგას კარგ თამაშს დაემთხვა ისიც, რომ „ინდიანამ“ სეზონში პირველი შეხვედრა მოიგო. რიკ კარლაილის გუნდმა თავიდან ცუდად დაიწყო, თუმცა მეორე ტაიმში შესანიშნავი თამაშის წყალობით, თამაშის თავის სასარგებლოდ დასრულება შეძლო - 124:115.

პირველი პერიოდი „დეტროიტმა“ 10-ქულით 35:25 მოიგო. ტააიმის დასასრულს კი სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა. ყველაფერი მესამე პერიოდმა გადაწყვიტა, როდესაც „ინდიანას“ კალათბურთელებმა 36:23 მოიგეს და წინაც გაიჭრნენ. დეტროიტმა, თამაშში დაბრუნდება ვეღარ მოეხერხა, დასკვნით 12-წუთეულში ფრეს - 36:36-ს დასჯერდა და მეორე მარცხიც მიითვალა.

ყველაშე შედეგიანი შეხვედრა ბენ მათურინმა ჩაატარა, კანადელმა საკუთარ გუნდს 27 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი შესძინა, „პეისერსიდან“ ასევე კარგი შეხვედრა ჰქონდათ ჰალიბურტონსა და სმიტს. ტაირისმა 24 ქულით, 4 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი მიითვალა და ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯელენსაც - 19 ქულა, 15 მოხსნა, 1 პასი.

დამარცხებულთაგან ყველაზე მეტი კეიდ კანინგემმა გამოიმუშავა - 22 ქულა, 4 მოხსნა, ამდენივე პასი. 20 ქულით, 11 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა შეხვედრა სადიქ ბეიმ.

“ინდიანას“ 3 ტურის შემდეგ 1 გამარჯვების წილ 2 მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები 25 ოქტომბერს, „ფილადელფიას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.075403