ფეხბურთი

12:14 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო "ბენევენტოდან" გადადგა, კლუბმა მისი განცხადება არ დააკმაყოფილა

ლეგენდარული ფეხბურთელის, ფაბიო კანავაროს იტალიური სამწვრთნელო კარიერა ცუდად დაიწყო და მან „ბენევენტოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შესახებ ოთხი მატჩის შემდეგ გამოაცხადა.

კანავარომ კლუბის დატოვება „კომოსთან“ მარცხის (1:2) მერე გადაწყვიტა და კლუბის პრეზიდენტს განცხადებაც წარუდგინა, თუმცა „ბენევენტოს“ ხელმძღვანელმა მის განცხადებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, კანავარო მუშაობას აგრძელებს.

„ჩემი გადადგომის შესახებ კლუბსა და გუნდს ვაცნობე. ხელმძღვანელობამ მიპასუხა, რომ ჩემს განცხადებას არ იღებენ. ახლა უნდა გავაანალიზო ეს თამაში, დავუშვით შეცდომები, რომელიც ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს“, - თქვა კანავარომ.

ფაბიო კანავარო „ბენევენტოს“ ოთხი მატჩის ხელმძღვანელობს და მის გუნდს თამაში არ მოუგია - 2 ფრე, 2 წაგება. იტალიელს მანამდე სამშობლოში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, მხოლოდ აზიურ გუნდებს ავარჯიშებდა.

0.117468